ქინძათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „ჩემი მომავალი პროფესია“ პრეზენტაცია ღია ცის ქვეშ გამართეს
19-11-2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა, პროექტის „ჩემი მომავალი პროფესია“ ფარგლებში, პრეზენტაცია წარმოადგინეს.

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა მოიწვიეს მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები. მათ ისაუბრეს, თუ როგორ უნდა აირჩიონ მომავალი პროფესია, ვინ და რა ახდენს გავლენას პროფესიის არჩევანზე და ა.შ.

პროექტის პრეზენტაცია ღია ცის ქვეშ გაიმართა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203