ეწერის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელ ირინე ბალავაძეს წამყვანის სტატუსი მიენიჭა
19-11-2020

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლაზე მუდმივად ზრუნავენ. სკოლის კიდევ ერთმა პედაგოგმა, ირინე ბალავაძემ სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა.

„სოფელ ეწერის საჯარო სკოლის პედკოლექტივი ულოცავს მათემატიკის მასწავლებელს ირინე ბალავაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიღებას. უსურვებს ჯანმრთელობას და მრავალ წარმატებას“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203