არაშენდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ერთი კვირით დისტანციურად წარიმართება
18-11-2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლა ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე გადავა. სკოლაში საარჩევნო უბანია განთავსებული, საპარლამენტო არჩვენების მეორე ტური კი 21 ნოემბერს ტარდება. 

მოსწავლეები საკლასო ოთახებს დეზინფექციის ჩატარების შემდეგ დაუბრუნდებიან.

სკოლა მაქსიმალურად იცავს უსაფრთხოების წესებს და აქამდე სწავლა საკლასო ოთახებში რეგულაციებისა და დისტანციის დაცვით მიმდინარეობდა. სკოლაში ყოველდღიურად ხდება მოსწავლეებისა და პედაგოგების თერმოსკრინინგი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203