შილდის N1 საჯარო სკოლაში 18 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
18-11-2020

დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლა 18 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.

ამის მიზეზია ის, რომ სკოლაში საარჩევნო უბანია განთავსებული. არჩევნების მეორე ტური კი 21 ნოემბერს ტარდება. 

მასწავლებლები ონლაინ სწავლებისას სარგებლობენ „თიმსის“ პროგრამით. მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ დისტანციურ სწავლებას და მონდომებით ერთვებიან ონლაინ გაკვეთილებში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203