„გავაცილოთ შემოდგომა“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება მოაწყვეს
18-11-2020

„გავაცილოთ შემოდგომა“ - მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სეზონის გაცილება მოაწყვეს.

„ღონისძიებას ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასის პედაგოგები, ციცინო ჭელიძე და დალი აბაშიძე. მონაწილე მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, სიმღერები, სახალისო ნომრები და წარმოადგინეს ორიგინალური სკეტჩები.

ოქროსფერი შემოდგომა ლამაზია, როგორც ღამის უტკბილესი ზღაპარი - მდიდარმა შემოდგომამ თვისი ხვავი დაჰყარა“: თეთრი გოგრა, ჩურჩხელები, ვაშლი, კომში, კაკალი...ამას ჩვენი დალოცვილი შემოდგომა ჰქვია. კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს პატარებმა დამსწრე საზოგადოებას“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203