
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა ლანა კაკაჩიამ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა.
პედაგოგს პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებით გავლისთვის წამყვანის სტატუსი მიენიჭება.
დირექცია და თანამშრომლები ლანა კაკაჩიას მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და შემდგომ წინსვლას უსურვებენ.