
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის N1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში პრაქტიკული დავალება შეასრულეს. მათ გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა წრის დიამეტრი შესაბამისი წრეწირის სიგრძის საშუალებით გამოითვალეს.
მოსწავლეებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განმტკიცება საინტერესო და ამავდროულად, სახალისო იყო.
იხილეთ ფოტოები