
მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის საჯარო სკოლის პედაგოგებს - დალი აბაშიძესა და მაია კოჩალიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
„რიყეთის საჯარო სკოლა ულოცავს, ამავე სკოლის პედაგოგებს: დალი აბაშიძესა და მაია კოჩალიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას...ყოველივე კი დიდი შრომისა და ნებისყოფის შედეგია.
ეს არაჩვეულებრივი სტარტი, რომელმაც შესანიშნავი ფინიში აჩვენა, ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო ფაქტია სკოლის ყველა წევრისთვის, რაც უდიდესი მოტივაციის მიმცემია სხვა პედაგოგებისთვისაც.
წარმატებები საპასუხისმგებლო გზაზე...
წინ გამარჯვებისკენ!!!
ჩვენ ყველას უზარმაზარი საქმიანი სამყარო გვაერთიანებს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.