ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბავშვო გადაცემა „გვირილები“ წამოიწყეს
18-11-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებს საბავშვო გადაცემა „გვირილები“ წამოიწყეს და საინტერესო სიუჟეტებს ამზადებენ. გადაცემაში ძირითადად, არის გასაუბრება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებთან, მსჯელობა პროფესიებზე.

ერთ-ერთი გადაცემის რესპონდენტი თავად ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ წირღვავა იყო. მოსწავლეებმა დირექტორი თემაზე - „პროფესია მასწავლებელი“ სასაუბროდ მიიწვიეს. ინტერვიუ საინტერესოდ წარიმართა.

საბავშვო გადაცემის ჩამოყალიბების იდეა გაჩნდა მე და საზოგადოების გაკვეთილზე, როდესაც თემა იყო „მედია, პრესა და ინფორმაცია“. მაშინ მოსწავლეებმა გამოხატეს სურვილი, ჟურნალისტების როლი თავადაც მოერგოთ.

„რატომ ერთი დღით, როცა არსებობს შესაძლებლობა, მონდომება, ნიჭი იმისა, რომ გვქონდეს საკუთარი კლასის გადაცემა, გავაკეთოთ საინტერესო ჩართვები, გვყავდეს საინტერესო რესპონდენტები... მსგავსი ტიპის გადაცემები მიიღებს ყოველკვირეულ ხასიათს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203