
გურჯაანის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა - მაია ჯოხაძემ და ლალი იმერლიშვილმა გარე დაკვირვების კომპონენტი წარმატებით გაიარეს და 4 კრედიტი დაიმსახურეს.
პედაგოგებს პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებით შესრულებისთვის წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ.
დირექცია და მასწავლებლები მათ მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებენ.