
წალკის მუნიციპალიტეტის ხაჩკოვის საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. სკოლის დირექტორის, ლიანა პილტოიანის თქმით, თუ მოსწავლეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების გამო გახდება დისტანციური სწავლების საჭიროება, პედაგოგები ამასაც გაუმკლავდებიან.
„ჩემს სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს რეგულაციების სრული დაცვით, ყველა ჩართული ვართ, რომ სწორად შესრულდეს გათვალისწინებული რეკომენდაციები.
ვცდილობთ, ყველა პირბადით და დისტანციის დაცვით იყოს გაკვეთილზე. დაწყებით კლასებში რამდენიმე ბავშვი გვაკლდა, დამრიგებელს ჰქონდა კომუნიკაცია და ყველაფერი კარგად არის.
დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა თუ მოგვიწევს, არც ისე ადვილია, რადგან ინტერნეტთან წვდომის პრობლემაა სოფლებში, თუმცა მოსწავლეების ჯანმრთელობა უპირველესია და ასეთ სიტუაციასაც მზად დავხვდებით. უკვე გამოცდილება გვაქვს წინა სასწავლო წლიდან და არ გაგვიჭირდება გაკვეთილების ონლაინ წარმართვა“,-აღნიშნავს დირექტორი.