განთიადის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა - ნადიმ ხოზრევანიძემ და თინათინ ბურთიკაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
18-11-2020

წალკის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. ესენი არიან მათემატიკის მასწავლებელი ნადიმ ხოზრევანიძე და ინგლისური ენის მასწავლებელი თინათინ ბურთიკაშვილი.

მათემატიკის გარე დაკვირვების გაკვეთილი დაემთხვა სწავლების დისტანციურ რეჟიმს, გაკვეთილი ჩატარდა Teams-ის ვირტუალურ საკლასო ოთახში. ნადიმ მასწავლებელმა და განთიადის საჯარო სკოლის მეხუთე კლასელებმა დაამტკიცეს, რომ სწავლის ონლაინ ფორმატში წარმართვა საკმაოდ წარმატებულია. 

თინათინ ბურთიკაშვილი განთიადის სკოლაში მერვე წელია პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში საკმაოდ წარმატებულად ასწავლის. ამ საგანშიც მეხუთე კლასელებმა გამოიჩინეს განსაკუთრებული მონდომება და ასახელეს სკოლა.

„უღრმესი მადლობა განთიადის საჯარო სკოლის პედკოლექტივს, დირექტორს - ბატონ კაკო ანთაძეს, V კლასის უნიჭიერეს მოსწავლეებს და მათ მშობლებს ჩემი მხარდაჭერისთვის“,-აღნიშნავს პედაგოგი თინათინ ბურთიკაშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203