ახალსოფლის საჯარო სკოლაში საკლასო ოთახებში სწავლა რეგულაციების სრული დაცვით გრძელდება
18-11-2020

ქარელის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში რეგულაციები სრულად დაცულია და ყველასთვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი. ამის შესახებ სკოლის დირექტორი ნინო ერგემლიძე საუბრობს და ამატებს, რომ თუ საჭირო გახდება ონლაინ სწავლებაზე გადასვლა, მასწავლებლებს და მოსწავლეებს უკვე საკმარისი გამოცდილება აქვთ იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი სრულყოფილად წარიმართოს. 

„სწავლებას აქტიურად წარვმართავთ საკლასო ოთახებში სრული რეგულაციების დაცვით და დისტანციით, ამ პროცესში ყველა ერთნაირად ვართ ჩაბმული როგორც დამლაგებელი, ისე პედაგოგი და დირექტორი, რათა დავიცვათ მოსწავლეების უსაფრთხოება.

საკლასო ოთახებში ურჩევნიათ სწავლა მოსწავლეებს ვიდრე დისტანციური სწავლება, თუმცა ონლაინ სწავლებაც არ იქნება პრობლემა გასული სასწავლო წლის გამოცდილებიდან გამომდინარე. მაშინაც არ გაგვჭირვებია. მოგეხსენებათ, სოფლებში ინტერნეტის დაფარვის ზონა პრობლემურია, მაგრამ მაინც ვახერხებდით ბავშვებთან კონტაქტს როგორც „თიმსის“ პროგრამით, ასევე „მესენჯერის“ საშუალებით“,-აღნიშნავს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203