
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თიხისგან ნამუშევრები დაამზადეს. ამ აქტივობას პედაგოგი ხათუნა გელაშვილი მხატვრულად აღწერს.
„პატარა თიხის გუნდა დიდი ხის ყუთის კუთხეში მიყუჟულიყო, აღარც ახსოვს, ბოლოს როდის შეეხო ადამიანის ხელი.... ერთ მშვენიერ დღეს აუარება პატარა ხელი ჩაძვრა ყუთში. ყველაზე ბოლოს პატარა თიხის გუნდას შეეხო პატარა ხელი. ყუთიდან ამოვიდა. გაეხარდა.
„ნეტა, რას შექმნიან ჩემგან?“-გაიფიქრა მან...“
ჩემმა პატარა ვაჟკაცებმა კი თავისი პატრა ხელებით ეს გააკეთეს...“-წერს პედაგოგი ხათუნა გელაშვილი.
იხილეთ ფოტო