მიქავას თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე წარმატებას უსურვებს
17-11-2020

ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები მეგი კვარაცხელია, სალომე ლეჟავა და თეკლა კვარაცხელია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობენ.

სამივე მოსწავლე კარგად სწავლობს და მათ წარმატებაში დირექტორი და მასწავლებლები დარწმუნებულები არიან.

„სამივე წარჩინებული მოსწავლეა და გვაქვს იმედი, რომ წარმატებას მიაღწევენ“, - აღნიშნა დირექტორმა გურანდა საჯაიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203