ოდიშის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა ქრისტინე ნაჭყებიამ გარე დაკვირვება გაიარა - პროფესიულ წინსვლას კიდევ 4 პედაგოგი გეგმავს
17-11-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N2 საჯარო სკოლის უცხო ენის პედაგოგმა ქრისტინე ნაჭყებიამ წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება და შესაბამისი 4 კრედიტქულა დაიმსახურა.

ოდიშის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად არიან ჩართული პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაში. მიმდინარე თვეში კიდევ 4 პედაგოგი აპირებს გარე დაკვირვების გავლას. ესენი არიან: ნანა ფარცხალაია (გეოგრაფია), რევაზ გულუა (ფიზიკა), ქეთო კიკალიშვილი (ისტორია) და რუსუდან ლომაია (რუსული ენა და ლიტერატურა).

სკოლის დირექცია მასწავლებლებს წარმატებას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203