
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც სკოლის წარმომადგენელი განმარტავს, გასულ სასწავლო წელთან შედარებით უფრო გამარტივებულია ეს პროცესი. მეტი მოსწავლეა ჩართული ონლაინ სწავლებაში, მასწავლებლები კი სულ უფრო მეტ საინტერესო რესურსს აწვდიან.
სკოლა ასევე იყენებს სხვადასხვა ონალაინ პლატფორმას სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.