ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
17-11-2020

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის 3 მასწავლებელი გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირდა. მათგან ორმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა ქეთევან ბუბუნაურმა და მარინე ბურდიაშვილმა გარე დაკვირვების გაკვეთილი წარმატებით გაიარეს, ხოლო ბუნებისმეტყველების პედაგოგი ლალი ბექაური გაკვეთილის ჩატარების მოლოდინშია. 

„გარე დაკვირვება უკვე გაიარეს და 4 კრედიტი მიიღეს ქართულის მასწავლებლებმა - ქეთევან ბუბუნაურმა და მარინე ბურდიაშვილმა, ხოლო ლალი ბექაური ელოდება გარე დაკვირვების გავლას და მალე მასაც აესახება ბაზაში წარმატებული 4 კრედიტი.

სკოლის ადმინისტრაცია და პედკოლექტივი ულოცავს პედაგოგებს ამ წარმატებას და უსურვებს კარიერულ წინსვლას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203