
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასში საინტერესო რესურსებით დატვირთული ბუნების გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები თემაზე: „გალაქტიკა“. მათ მასწავლებელი ხათუნა ქუთათელაძე ხელმძღვანელობდა.
„საოცარი ნახატები წარმოადგინეს მოსწავლეებმა, რა თქმა უნდა, ამ მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის მათ მასწავლებელს - ხათუნა ქუთათელაძეს. ვუსურვებთ წარმატებებს მასწავლებელსა და მის ნიჭიერ მოსწავლეებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები