წილკნის საჯარო სკოლა 18 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით დისტანციურ სწავლებაზე გადადის
17-11-2020

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლა არჩევნების გამო 18 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, დისტანციური სწავლების დროს პედაგოგები და მოსწავლეები გამოიყენებენ, როგორც „თიმსის“ პროგრამას, ასევე „მესენჯერს“.

ამ პერიოდის განმავლობაში, მასწავლებლები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ სხვადასხვა საშუალებას გამოიყენებენ, რაც ხელს შეუწყობს, ონლაინ სწავლების აქტიურად მიმდინარეობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203