ახალციხის მუნიციპალიტეტის დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება ჩატარდა.
სპორტულ აქტივობაში მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი ერთმანეთს ჭადრაკის თამაშში და კალათბურთში შეეჯიბრნენ.
გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სიგელებით, რომელიც საზეიმო ვითარებაში მათ სკოლის დირექტორმა გადასცა.
იხილეთ ფოტოები