
დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი არა მხოლოდ გაკვეთილებს სწავლობენ წარმატებით, არამედ სხვადასხვა ოლიმპიადებსა თუ კონკურსებშიც მონდომებით ერთვებიან და კარგი შედეგებიც აქვთ.
საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ამჯერად, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას უერთდებიან, რომელიც წელს ონლაინ რეჟიმში ტარდება.
მასწავლებლები მონდომებულ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებენ.
2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 16 ნოემბერს დაიწყო და 20 ნოემბერს დასრულდება. წელს პირველად მოსწავლეებს საშუალება აქვთ დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადის პირველ ტურში.