
მცხეთის მუნიციპალიტეტის მსხალდიდის საჯარო სკოლის მასწავლებლები სასწავლო პროცესის წარმატებულად წარმართვასთან ერთად, საკუთარ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე მუდმივად ზრუნავენ.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, პედაგოგებისთვის მიმდინარეობს სხვადასხვა საგნობრივი ტრენინგი, ასევე ტარდება პროგრამა Teams-ის ტრენინგი, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული მსხალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები.