ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
17-11-2020

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში 16 ნოემბერი - ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნონა მაჭარაშვილმა მოსწავლეებს სახალისო და შემეცნებითი აქტივობები შესთავაზა, რომლის მიზანი მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. ხაზი გაესვა შემდეგ მესიჯებს: „არა დისკრიმინაციას“, „ყველა განსხვავებული ყველა თანასწორია“, „სიყვარულით აკეთე შენი საქმე“, „მე შენი თანასწორი ვარ!“ - რომ ტოლერანტობას აქვს საზღვრები და მათი ღირებულებათა სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავდება. 

„ტოლერანტობა მაღალი ზნეობრივი მოვალეობაა და უნდა შეგვეძლოს განსხვავებული შედულებების მქონე ადამიანის მიღება და დაცვა“, -აღნიშნა თავის პრეზენტაციაში X კლასის მოსწავლე საბა ძაგნიძემ.

თემაზე - „ჩემი თვალით დანახული ტოლერანტობა“ საინტერესო და შემეცნებითი ნამუშევრები წარმოადგინეს XI კლასის მოსწავლეებმა დაჩი ბიბინიძემ და ლუკა აბაშიძემ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203