„ჩვენი მხარის ისტორიული ძეგლები“ - ქუტირის საჯარო სკოლის V კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
17-11-2020

ხონის მუნიციპალიტეტის ქუტირის საჯარო სკოლის V კლასში ისტორიისა და ისტ-ის პედაგოგებმა მაია ფეიქრიშვილმა და ქეთევან რუხაძემ პროექტი - „ჩვენი მხარის ისტორიული ძეგლები“ განახორციელეს.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა, გარდა იმერეთის ძირითადი ისტორიული ძეგლებისა, საინტერესოდ ისაუბრეს ქუტირისა და ღანირის წმ.გიორგის ეკლესიების შესახებ და აღნიშნეს სიძველეების, სიწმინდეებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლების მნიშვნელობა ქართველი ერის ისტორიაში. შემდეგ ყველამ ერთად ნახა პრეზენტაცია ისტ-ის გამოყენებით.

პროექტი შეაფასეს დირექტორმა ზ.თოდუამ და მოადგილემ ნ.ქავზინაძემ.

კლასის დამრიგებელი ლელა ბახტაძე

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203