კნოლევის საჯარო სკოლაში რეგულაციები და დისტანცია ზედმიწევნით არის დაცული
17-11-2020

ქარელის მუნიციპალიტეტის კნოლევის საჯარო სკოლაში სწავლა რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.  დირექტორი ეკატერინე მაისურაძე აღნიშნავს, რომ რადგან თითოეულ კლასში მოსწავლეთა მცირე რაოდენობაა, დისტანციის დაცვა არაა რთული და დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის საჭიროება არ დგას.

დირექტორი გასულ სასწავლო წელს ონლაინ სწავლების პერიოდსაც დადებითად იხსენებს.

„სწავლება საკლასო ოთახებში ჩვენთან უპრობლემოდ მიმდინარეობს, სრული რეგულაციების დაცვით. არ გვიჭირს დისტანციის დაცვა, რადგან კლასებში ცოტა ბავშვი გვყავს, ზოგ კლასში ერთი ბავშვიც კია. 

ჩვენს სკოლაში დასწრება სრულად არის ბავშვების, გაცდენები ძალიან იშვიათია, ამიტომ საკლასო ოთახებში სწავლა გვირჩევნია. სოფელში ინტერნეტი პრობლემაა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ წინა დისტანციური სწავლებისას რაიმე განსაკუთრებული ხარვეზი გვქონდა სწავლებისას, ეფექტურად წავმართავდით გაკვეთილებს. ისიც ეფექტური იყო, რომ მშობლები ესხდნენ ბავშვებს და ეს უფრო სტიმული იყო მოსწავლეებისთვის“,-ამბობს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203