
ქარელის მუნიციპალიტეტის ხეობის საჯარო სკოლაში სწავლა რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. სკოლა მცირეკონტიგენტიანია და მასწავლებლებს მოსწავლეთა შორის დისტანციის დაცვა არ უჭირთ.
„ჩვენ ვსწავლობთ საკლასო ოთახებში, ასეც გვირჩევნია. რადგან სკოლა მცირეკონტიგენტიანია, პრობლემა არაა, რომ რეგულაციები სრულად დავიცვათ. ასევე დაცულია დისტანცია.
მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც გვირჩევნია საკლასო ოთახში გაკვეთილების წარმართვა, რადგან ჩვენთან სოფელში ინტერნეტი პრობლემაა, რაც დისტანციური სწავლებისას პრობლემას გვიქმნიდა“,-აღნიშნავს დირექტორი თინათინ ყულუმბეგაშვილი.