აბისის საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით გრძელდება
17-11-2020

ქარელის მუნიციპალიტეტის აბისის საჯარო სკოლაში სწავლა ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

როგორც დირექტორი ლეილა თეთრუაშვილი აღნიშნავს, საბედნიეროდ, სკოლაში ვირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება და გაკვეთილებზე მოსწავლეთა სრული დასწრებაა.

„ჩემს სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს და მოხარულები ვართ ყველანი ამის გამო. სრული დასწრებაა მოსწავლეების მხრიდან. გაგვიმართლა, რომ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არ გვაქვს, რადგან დისტანციური სწავლება რთულია ჩვენ შემთხვევაში. ჩვენთან ინტერნეტის პრობლემაა და წინა ჯერზე ცოტა გვიჭირდა ჩართულობა ამის გამო.

სკოლაში სწავლა ყველანაირი რეგულაციისა და დისტანციის დაცვით მიმდინარეობს. ასევე აქტიურად ვიყენებთ ინტერნეტსწავლების რესურსებს“,-ამბობს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203