ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი დისტანციურ სწავლებაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს
17-11-2020

კასპის მუნიციპალიტეტის ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი დისტანციურ სწავლებაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს და ამბობს, რომ გასული სასწავლო წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, პედაგოგებს ონლაინ სწავლება არ გართულებიათ, როდესაც სკოლა არჩევნების გამო გარკვეული პერიოდი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

„ჩემთან სწავლა ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, ჩვენ არაქართულენოვანი მოსწავლეები გვყავს. ისევე როგორც მოსწავლეებს, მასწავლებლებსაც გვირჩევნია სკოლაში სიარული, რა თქმა უნდა, ყველანაირი რეგულაციების და დისტანციის დაცვით. 

არჩევნების პერიოდში მოგვიწია დისტანციურად სწავლა. ვერ ვიტყვი, რომ გაგვიჭირდა „თიმსის“ პროგრამა, რიგ შემთხვევებში დაგვჭირდა ზოგიერთ მოსწავლესთან „მესენჯერი“. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, შედარებით უკეთ წარვმართეთ საგაკვეთილო პროცესი ონლაინ რეჟიმში“,-ამბობს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203