„Welcome to magic land“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები ჯადოსნურ სამყაროში გეპატიჟებიან
17-11-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები ინტერაქციულ აქტივობებს დისტანციური სწავლების დროსაც აქტიურად ასრულებენ. ამჯერად,  მოსწავლეებმა - ნინი ჭაღალიძემ, ლარა გურგენიძემ, ენრი მამალაძემ და ანასტასია ბერიძემ ჯადოსნურ  სამყაროში გვიმასპინძლეს და საყვარელ ზღაპრის გმირებთან ინგლისურ ენაზე დიალოგი გამართეს. 

„Welcome to magic land -  კეთილი იყოს შენი მობრძანება ჯადოსნურ სამყაროში.

მოსწავლეებმა  წარმოადგინეს  თავიანთი  ჯადოსნურ სამყარო, სადაც თავს ეხვეოდათ მათთვის საყვარელი ზღაპრის გმირები და მათთან განახორციელეს დიალოგი, რასაც ძალიან კარგად გაართვეს თავი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსწავლეებმა მოახერხეს დიალოგი იმ მეწყვილესთან, რომელიც ახლოს ცხოვრობს, ასევე გამოიყენეს (facebook) და სხვადასხვა პორტალები ინტერაქციის განსახორციელებლად.

მონაწილეები: ნინი ჭაღალიძე, ლარა გურგენიძე, ენრი მამალაძე, ანასტასია ბერიძე.

მასწავლებლები - თამილა დუმბაძე, ინგა რიონიძე“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203