გორის N4 საჯარო სკოლის დირექცია სამ პედაგოგს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
17-11-2020

გორის N4 საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა - ნინო კვინიკაძემ, ეთერ ბერუაშვილმა და მაია დვალიშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს. მასწავლებლებს წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ.

„ჩვენი სკოლის სამმა პედაგოგმა - ნინო კვინიკაძემ, ეთერ ბერუაშვილმა და მაია დვალიშვილმა წარმატებით ჩაატარა გარე დაკვირვების გაკვეთილი და შესაბამისად დაიმსახურა კრედიტქულებიც, რაც აუცილებელი პირობაა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად!

ვულოცავთ მათ დიდი სიყვარულით და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!“-წერია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203