
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიხაურის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
ონლაინ ინტეგრირებული გაკვეთილის თემა იყო: „გმირი“.
გაკვეთილს უძღვებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგი ირმა გორდელაძე, ინგლისურის პედაგოგი ნადია ქარდავა და ინფორმატიკის მასწავლებელი (ისტი) ხათუნა ცეცხლაძე.
„გაკვეთილი ჩატარდა ამერიკის საელჩოს პროექტის ფარგლებში. ეს იყო პირდაპირ „ლაივ-გაკვეთილი“, ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან საინტერესო“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.