ქუთაისის N35 საჯარო სკოლის 4 პედაგოგს დირექცია გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
17-11-2020

ქუთაისის N35 საჯარო სკოლის ოთხმა პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ წამყვანის მათ სტატუსი მიენიჭებათ. სკოლის დირექცია დაწყებითი კლასების პედაგოგ ბელა მშვილდაძეს, გერმანული ენის მასწავლებელ მზისადარ გაბრიჩიძეს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს - მაგდანა ზარანდიასა და ნინო სამხარაძეს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

„ქუთაისის N35 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს - მაგდანა ზარანდიას და ნინო სამხარაძეს, დაწყებითების პედაგოგ ბელა მშვილდაძეს და გერმანული ენის მასწავლებელს მზისადარ გაბრიჩიძეს გარე დაკვირვების გაკვეთილის წარმატებით ჩატარებას.

გილოცავთ, ჩვენო კოლეგებო, მრავალი ახალი თაობა აღგეზარდოთ და გეღვაწოთ მათი მომავალი კეთილდღეობისათვის“,-აღნიშნულია დირექციის მილოცვის წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203