გვიშტიბის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ დეკანოსიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე პრეზენტაცია წარადგინა
17-11-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ დეკანოსიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე პრეზენტაცია წარმოადგინა. კონფერენციის თემა იყო „შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა“.

„2020 წლის 6 ნოემბერს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“  ხელმძღვანელობით, საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც საქართველოს, მოლდავეთის და რუმინეთის მოსწავლეებთან ერთად, საკუთარი პრეზენტაცია წარმოადგინა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ მარიამ დეკანოსიძემ, სკოლის ჩართვა აღნიშნულ კონფერენციაში განხორციელდა ქიმია-ბიოლოგიის წამყვანი პედაგოგის, ქალბატონი ცირა ბერეკაშვილი-იოსელიანის ინიციატივით და ხელმძღვანელობით.

კონფერენცია მიეძღვნა შავი ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობას.

დიდი მადლობა „სპექტრს“ თანამშრომლობისათვის, ქალბატონ ცირას და ჩვენს წარმატებულ მოსწავლეს  მარიამ დეკანოსიძეს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203