ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ზიული მახარაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა​
17-11-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ზიული მახარაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. პედაგოგმა დამსახურებული 4 კრედიტი მოიპოვა.

„მასწავლებელი, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს მოსწავლეების სწავლის ხარისხის ასამაღლებლად. თანამედროვე მეთოდებით ჩატარებული ყველა გაკვეთილი მოსწავლეებისათვის ნაყოფიერი და სასიხარულოა.

იმედს ვიტოვებთ, მომავალში სხვა პედაგოგებიც მიბაძავენ ქალბატონ ზიული მახარაძეს, რისი პოტენციალიც ჩვენს სკოლას გააჩნია“, - წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203