„ლეგენდებში შემონახული წარსული“ - ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპრეზენტაციო ნარკვევი წარმოადგინეს
17-11-2020

„ლეგენდებში შემონახული წარსული“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელზეც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ფატი თევდორაძემ მოსწავლეებთან ერთად იმუშავა. 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა დაასრულეს საპრეზენტაციო ნარკვევი თემაზე: „კახეთის აჯანყება“. მათ ნარკვევის დასაწერად გამოიყენეს გეგმა: მე-17 საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა; აჯანყების გამომწვევი მიზეზები; აჯანყების გეოგრაფია (კუთხე, ციხე, სოფელი, სადაც მოხდა აჯანყება); ისტორიული გმირები (რა ბედი ეწიათ მათ?); აჯანყების შედეგი.

პროექტზე მუშაობა მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. მათ პედაგოგი ფატი თევდორაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203