ბათუმის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ბარბარე თავაძემ და ნიკოლოზ ალექსანდრიამ izrune.ge-ს ტესტში უმაღლესი ქულა დაიმსახურეს
16-11-2020

ბათუმის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge.

„წიგნიერების ხუთშაბათის“ დღეს პირველი კლასის მოსწავლე ბარბარე თავაძემ და მეორე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ალექსანდრიამ ტესტში 100 ქულა მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათი“ იყო, 29 ნოემბერს კი შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203