ბათუმის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე ლადო ფუტკარაძემ izrune.ge-ს „სიბრძნის ხუთშაბათის“ ტესტში უმაღლესი ქულა მოიპოვა
16-11-2020

ბათუმის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე ლადო ფუტკარაძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge აქტიურად არის ჩართული. მან „სიბრძნის ხუთშაბათის“ ტესტში უმაღლესი ქულა მოიპოვა. 

ლადო მე-9 კლასის მოსწავლეა და izrune.ge-ს ტესტებს ყოველთვის ხალისით და წარმატებით ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს, „სიბრძნის ხუთშაბათის“ დღე იყო. 29 ნოემბერს კი შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203