
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის N1 საჯარო სკოლაში მე-11 და მე-12 კლასელებს შორის მათემატიკური შეჯიბრება „ბიქილა“ გაიმართა.
შეჯიბრებამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ ინტელექტუალურ, სახალისო გამოწვევაში და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მათემატიკურ შეჯიბრებას მასწავლებლები - ხათუნა ფიფია და ბელა გახარია ხელმძღვანელობდნენ.