
ხულოს მუნიციპალიტეტის ძმაგულის საჯარო სკოლის პედაგოგმა ხათუნა შავაძემ მათემატიკაში მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უფროსის სტატუსი მოიპოვა. ამავე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ირა ცეცხლაძემ კი გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა.
ძმაგულის საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ულოცავენ ხათუნა შავაძეს მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდაზე მათემატიკაში 10 კრედიტის მიღებას და უფროსი მასწავლებლის სტატუსს, ხოლო დაწყებითი კლასების მასწავლებელს ირა ცეცხლაძეს - გარე დაკვირვების გაკვეთილზე 4 კრიდიტის მინიჭებას.