
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში 16 ნოემბრიდან ორი კვირის გამავლობაში სწავლება ონლაინ რეჟიმში წარიმართება.
„სოფელი მთაგორიანი ადგილია, რის გამოც ხარვეზები ფიქსირდება ინტერნეტთან დაკავშირებით, თუმცა სკოლა როგორც „თიმსის“ პროგრამას, ასევე ყველა საშუალებას იყენებს გამართული სწავლებისთვის. დისტანციურ სწავლებაში ასევე აქტიურად ჩართულნი არიან მოსწავლეების მშობლებიც“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.