
ისევე როგორც, ლანჩუთის მუნიციალიტეტის ყველა სკოლაში, სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაშიც ონლაინ სწავლება მიმდინარეობს. აღნიშნულ ფორმატში მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში ისწავლიან.
დისტანციური სწავლებისთვის მასწავლებლები, ძირითადად, „თიმსის“ პროგრამით ხელმძღვანელობენ, ასევე იყენებენ „მესენჯერსაც“.
სკოლის წარმომადგენლის განმარტებით, რაიონში ინტერნეტის პრობლემაა, ამიტომ მოსწავლეების დასწრება ონლაინ გაკვეთილებზე სხვადასხვა კლასის მიხედვით 70-100%-ია.