
„ჩვენ და covid-19“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ნადაბურის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა საგანში მოქალაქეობა საინტერესო პროექტზე იმუშავეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს და თავშეყრის ადგილებში გააკრეს საინფორმაციო ბროშურები, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების ღონისძიებების შესახებ, უბნის ექიმთან შეხვედრაზე მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ასევე მოსახლეობაში გაავრცელეს საინფორმაციო ფურცლები.
იხილეთ ფოტოები
ვიდეო იხილეთ ბმულზე