
თბილისის N39 საჯარო სკოლის II კლასის დამრიგებელი მანანა კილაძემ დისტანციურ ფორმატში მრავალფეროვანი გაკვეთილი ჩაატარა. ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და ხელოვნებაში ჩატარდა.
გაკვეთილის თემები იყო - გეომეტრიული ფიგურები, შემოდგომა.
„გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობას და ყოფით საგნებში მათი გამოყენების მნიშვნელობის გააზრებას.
სწავლის შედეგები: დამოკიდებულებანი - მოსწავლეებს გაუჩნდეთ სურვილი მოძებნონ და ამოიცნონ გეომეტრიული ფიგურები ყოფითი დანიშნულების საგნებში .
უნარები - მოსწავლეებს განუვითარდებათ დაკვირვების, შედარების და დაკავშირების უნარი“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები