
ხულოს მუნიციპალიტეტის უჩხოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა ეთერ შავაძემ გასულ კვირას ქართულ ენასა და ლიტერატურაში გარე დაკვირვება გაიარა.
პედაგოგმა საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა და ელოდება, რომ მისი შრომა დაფასდება და 4 კრედიტი მალე აისახება მის პირად ბაზაში.
სკოლის პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულები მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემაში. კიდევ ერთი მასწავლებელი, რომელიც გარე დაკვირვების გავლას ელოდება - მაღალი კლასების ფილოლოგი ნანა აბულაძეა. მას დეკემბერში მოუწევს გარე დაკვირვებისთვის გაკვეთილის ჩატარება.
სკოლის დირექცია მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს უსურვებს.