
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე მარიამ ცეცხლაძე izrune.ge-ში ჩართული წარმატებული მოსწავლეა. მისი მიღწევებით ოჯახიც გახარებულია.
„მინდა ხელვაჩაურის რაიონის ახალსოფლის სკოლის დირექტორს - ბატონ ტარიელ მიქელაძესა და კლასის დამრიგებელს - ქალბატონ დალი ტეტემაძეს მადლობა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი შვილებისთვის აკეთებენ. ონლაინ სწავლების მიუხედავად ძალიან აქტიურობენ, რომ ბავშვებმა სათანადო განათლება მიიღონ. ცდილობენ, ბავშვებმა როგორც izrune.ge-ს, ასევე სხვა ონლაინ კონკურსებშიც მიიღონ მონაწილეობა. მადლობა თქვენ ბავშვების გულის გახარებისთვის“, - ამბობს მარიამ ცეცხლაძის წარმატებით გახარებული მშობელი.
მარიამმა წინა თვის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათი“ იყო, 29 ნოემბერს კი შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“