ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა ლოტბარსა და პედაგოგ ჯემალი ჭელიძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს 
16-11-2020

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია უნიჭიერეს ლოტბარსა და პედაგოგს - ჯემალი ჭელიძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს. იუბილარს სკოლის წარმომადგენლებმა სიყვარულით სავსე მისალოცი წერილით მიმართეს.

„ოზურგეთის კოლორიტს, პირველსკოლელთა ძველი გვარდიის საამაყო წარმომადგენელს, უნიჭიერეს ლოტბარსა და პედაგოგს - ბატონ ჯემალი ჭელიძეს დიდი პატივისცემით ვულოცავთ დაბადებიდან 80 წლის იუბილეს. კიდევ დიდხანს ბრძანდებოდეთ თქვენს დიდ ოჯახში და ჩვენს ქალაქში, ჩვენდა საბედნიეროდ“,-წერია სკოლის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203