სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლენა სებისკვერაძე თანატოლებს izrune.ge-ში ჩართვას ურჩევს
16-11-2020

სენაკის N1 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე ლენა სებისკვერაძე izrune.ge-ში ჩართული ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა, რომელსაც ყოველ ტესტში კარგი შედეგი აქვს.

„მე ლენა სებისკვერაძე ვარ. სენაკის N1 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე. ჩემი დამრიგებელი: ხათუნა ჩვამანია გახლავთ. ძალიან მომწონს izrune.ge, რადგან მეძლევა საშუალება, რომ ყველა საგანში ავიმაღლო ცოდნა და განვამტკიცო ის. ვურჩევ ყველა ჩემს თანატოლს, აირჩიოს izrune.ge, რადგან დამატებითი ცოდნა უფრო განამტკიცებს თქვენს შესაძლებლობებს და დაგეხმარებათ, რომ იყოთ განათლებულები.

ყოველი ხუთშაბათი - ეს არის ცოდნის წყარო.

მიყვარს სწავლა: ყველა საგანი, განსაკუთრებით ხელოვნება და სიმღერა. მინდა სწავლით მაღალ მწვერვალებს მივაღწიო და გამოვიდე საუკეთესო იურისტი. ასევე მინდა მომღერლობა და სურვილი მაქვს, საუკეთესოდ დავეუფლო უცხო ენებს, რათა ვიმოგზაურო ევროპის ქვეყნებში და გავეცნო იქაურ ისტორიულ ადგილებს“,-გვიყვება ლენა.

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათი“ იყო, 29 ნოემბერს კი შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203