ხრეითის N2 საჯარო სკოლის დირექტორი დისტანციურ სწავლებაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს
16-11-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხრეითის N2 საჯარო სკოლის დირექტორი დოდო მოდებაძე დისტანციურ სწავლებაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს და აღნიშნავს, რომ მოსწავლეები აქტიურად არიან ონლაინსწავლებაში ჩართულები.

„ინტერნეტ რესურსებს ყოველთვის ვიყენებდით და სკოლაში დაბრუნების შემდეგაც აქტიურად გამოვიყენებთ.

რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, რთული არ არის, ზოგჯერ გარემო პირობები, როგორიცაა ქარის დროს შუქის გათიშვა, ინტერნეტი, გვიქმნის პრობლემას, ასეთ დროს გვიწევს გაკვეთილების დროის შეცვლა, რომ არ ჩავარდეს, რომელიმე გაკვეთილი. ისე ზოგადად, „თიმსის“ პროგრამას ვიყენებთ, ყველა მოსწავლე ჩართულია, თუ მაინც რაიმე პრობლემა იქმნება, შემდეგ უკვე ყველა გზას მივმართავთ მოსწავლესთან საკონტაქტოდ.

ჩემი დიდი სურვილია და ალბათ, ყველა პედაგოგისაც, რომ საკლასო ოთახში იყოს სწავლა, ასეთ სწავლებას და ურთიერთობას არაფერი სჯობს“,-ამბობს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203