
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის საჯარო სკოლის პედაგოგები წარმატებით არიან ჩართულები მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემაში.
ამჯერად, სკოლის ორმა პედაგოგმა - ხელოვნების მასწავლებელმა მაყვალა სინჯარაძემ და დაწყებითი კლასების პედაგოგმა სოფიო ვიბლიანმა უფროსის სტატუსი მოიპოვეს.
დირექცია ულოცავს პედაგოგებს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ კარიერულ წინსვლას უსურვებს მათ.